13:02 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-04 16:29:57, 889 ნახვა

Lifestyle
თამარ ჩერგოლეიშვილი გადაცემაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ივანიშვილის შეთავაზებას პასუხობს

ტელეკომპანია „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გადაცემაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას პასუხობს.

ჩერგოლეიშვილი შეთავაზებაზე „რუსთავი 2“-ის გადაწყვეტილებას ელოდება. მისივე განცხადებით, მოლაპარაკება ამის შემდეგ გაგრძელდება.

„ცხადია, რუსთავის სახელით მე ვერ ვისაუბრებ - ჩემი და ტაბულას სახელით კი შემიძლია გითხრათ, რომ მე მზად ვარ დავჯდე იქ, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს რესპონდენტი, შევათანხმო საკითხები წინასწარ (მათ შორის ისინიც, სადაც ივანიშვილს მის მიმართ ცილისწამებისა და სიცრუის ტირაჟირების მხილება სურს) და ვესაუბრო მათ გარშემო. პირდაპირი ეთერი ცხადია პრობლემა არ არის - პირიქით, უკეთესია.

თუ მხოლოდ ჩემთვის არ სურს პასუხების გაცემა, შემიძლია თანაწამყვანთან ერთად დავჯდე - მოკლედ, თქვენ გადაწყვიტეთ. მე პრობლემას ვერ ვხედავ“, - წერს ჩერგოლეიშვილი Facebook საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანიებს „რუსთავი 2“-ს და „ტაბულას“ პირდაპირ ეთერში მონაწილეობას კონკრეტული პირობებით სთავაზობს.

ექს-პრემიერის შეთავაზებას „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს.

ივანიშვილი ტელეკომპანიებს პირდაპირი ეთერის თარიღად 8 ივნისს სთავაზობს. შეთავაზებაში ასევე ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილისა და გადაცემის მოდერატორის გარდა, ეთერში მონაწილეობა თითო არხიდან ორმა ან სამმა ჟურნალისტმა უნდა მიიღოს.

ბიძინა ივანიშვილის შეთავაზება "რუსთავი 2"-ს და "ტაბულას"

„ჟურნალისტები რიგრიგობით სვამენ კითხვებს, რესპოდენტი პასუხობს, კითხვების თანმიმდევრობას და რეგლამენტს უზრუნველყოფს მოდერატორი. თემები: შეხვედრის ერთი ნაწილი დაეთმობა "რუსთავი 2"-ის და "ტაბულას" გადაცემებში საზოგადოებისთვის მიწოდებული იმ ინფორმაციების განხილვას რომლებიც შეეხებოდა ივანიშვილის პერსონას და ხდებოდა სიცრუის ტირაჟირება. მეორე ნაწილი დაეთმობა ივანიშვილის წერილში გაჟღერებული თემების განხილვას. ბოლოს, არხებს ექნებათ საშუალება დასვან სხვა, მათთვის საინტერესო კითხვები“, - ნათქვამია ივანიშვილის შეთავაზებაში, რომელსაც ნიკა გვარამია ავრცელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics