14:38 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-08 11:05:09, 715 ნახვა

საზოგადოება
ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა აღდგა

ფასანაური–გუდაურის მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა აღდგა.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

მათივე ცნობით აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო, რის შედეგადაც მოძრაობა ორმხრივად აღდგა. 

ფასანაური–გუდაურის მონაკვეთზე გადაადგილება ხორციელდება დაწესებული რეჟიმით, ავტობუსებისთვის და ტრაილერებისთვის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მლეთა-გუდაურის და კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთებზე მოძრაობა დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებისთვის, მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ასევე, მლეთა-სეთურებზე და ქვეშეთი-სეთურებზე გადაადგილების დროს ავტოტრანსპორტის გაჩერება იკრძალება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics