02:31 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-30 13:18:38, 5549 ნახვა

სპორტი
აჭარაში მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

ბათუმში, სასკოლო ლიგის ფარგლებში, ფეხბურთის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა აჭარის 24 სკოლის 350-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.  საქართველოს ბანკი სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ბათუმის №30 და №18 საჯარო სკოლები  დაუპირისპირდნენ.  ბათუმის №30  საჯარო სკოლამ  მოწინააღმდეგე, ბათუმის №18 საჯარო სკოლა 4:2 ანგარიშით დაამარცხა.

ახლა ფინალური შეხვედრა თბილისში იმართება. ერთად ვუგულშემატკივროთ მომავალ სპორტსმენებს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მიზნით, ქვეყანაში მასშტაბური სპორტული ღონისძიების - სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.

სასკოლო ლიგის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სპორტის 15 -მდე სახეობაში სკოლებს შორის შეჯიბრებები იმართება - მინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (ე.წ. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვა - რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, აღმოაჩინონ ახალი უნარები და მიაღწიონ წარმატებას სპორტში.

სასკოლო ლიგის პროექტში ყოველწლიურად 20 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics