13:18 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-07 10:01:46, 531 ნახვა

სამართალი
წულუკიანი: მევალება სტრასბურგის სასამართლოში ვთქვა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში სიცოცხლის უფლება არ დარღვეულა

„მევალება სტრასბურგის სასამართლოში ვთქვა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში სიცოცხლის უფლება არ დარღვეულა“, -ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

წულუკიანის თქმით, საქართველოს აქვს საერთაშორისო ვალდებულება, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე  ბოლომდე გამოიძიოს. 

„ზურაბ ვაზაგაშვილის სამქე უკვე დიდი ხანია სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი და მე , როგორც იუსტიციის მინისტრი წარმოვადგენ  საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში და მე დღეს რამდენად აბსურდულადაც არ უნდა ჟღერდეს, მევალება  სტრასბურგის სასამართლოში ეს საქმე დავიცვა  და ვთქვა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში არ დარღვეულა სიცოცხლის უფლება. ეს არის აბსურდი. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ვალდებულება, რომ ეს საქმე  გამოვიძიეთ, სწორედ ამით არის პროკურატურა ამჟამად დაკავებული, რომ საქართველოს საერთაშორისო ასპარზზე სტრასბურგის სასამართლოში , არ მოგვეცხოს კიდევ ერთი უპატიებელი ლაქა. ჩვენ გვაქვს ვალდებულება  გვაქვს ეს საქმე გამოვიძიოთ“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics