12:27 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-03 20:36:29, 4438 ნახვა

სამართალი
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი აღარაა გრიგოლ ბესელია, რომელიც ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე ერთ-ერთი მოწმე იყო. უწყებაში მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ ბესელია მათთან აღარ მუშაობს, თუმცა მიზეზზე არ საუბრობენ.

ამაღლობელის დაკავების დროს ბესელია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო, 2025 წლის მაისში კი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხვის შემდეგ, 2025 წლის 28 აპრილს, გრიგოლ ბესელია სასამართლოს შენობიდან მოქალაქეებმა შეძახილებით („ცრუპენტელა, ცრუ მოწმე, მატყუარა”) გააცილეს.

„სახეში დაარტყა ხელი. ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია. მართლა გეუბნებით. იმის შემდეგ აქცია საერთოდ აღარც გაგრძელებულა. 3-4 კაცი დარჩა“, - თქვა გრიგოლ ბესელიამ იმ დღეს სასამართლო სხდომაზე.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო და ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (თავდასხმა პოლიციელზე).

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics