2019-10-03 18:22:45, 12003 ნახვა
Lifestyle
უკრაინელი პრანკერი ჯასტინ თიმბერლეიკს თავს დაესხა - ვიდეო
უკრაინელი პრანკერი ვიტალი სედუკი, ამერიკელ პოპ ვარსკვლავს ჯასტინ თიმბერლეიკს პარიზში სეირნობის დროს თავს დაესხა-ამის შესახებ ინფორმაციას People ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავდასხმის დროს ჯასტინი თავის ცოლ ჯესიკა ბიელთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევა ლუი ვიტონის მოდის კვირეულის მიმდინარეობისას მოხდა.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ შეეცადა ვიტალი სედუკი ამერიკელი მომღერლის წაქცევას. ახალგაზრდა პრანკერი დაცვის თანამშრომლებმა გამოიყვანეს. არც ტიმბერლეიკი და არც თავისი მეუღლე არ დაშავებულან.
მოამზადა ლიკა ბესელიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,