2019-06-02 14:54:53, 12501 ნახვა
Lifestyle
სტადიონზე შევარდნილი გოგონა ინსტაგრამ მოდელია რომლის გამომწერები მილიონობით იზრდება
უეფას ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონი „ლივერპულის“ ტრიუმფით დასრულდა. რამდენიმე მილიონ მაყურებელს თავი დაამახსოვრა ნახევრად შიშველი გოგონას სტადიონზე შევარდნამ.
გაირკვა რომ კინსი ვოლანსკი ინსტაგრამ მოდელია. გუშინდელი სტადიონზე შერბენის შემდეგ, მისი გამომწერთა რაოდენობა 1,9 მილიონამდე გაიზარდა და ახლაც იმატებს. აი ასე, მარტივად, ერთი გარბენით.
მადრიდში, „ვანდა მეტროპოლიტანოს“ არენაზე გამართულ ინგლისურ ფინალში იურგენ კლოპის გაწვრთნილმა გუნდმა ლონდონის „ტოტენჰემი“ დაამარცხა - 2:0.
ავტორი: ექსპრესნიუსი,