2015-01-19 15:46:20, 399 ნახვა
საზოგადოება
ჰაკერებმა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდი გატეხეს
ვებგვერდი diaspora.gov.ge უკვე მეორე დღეა გათიშულია.
მომხდართან დაკავშირებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან