14:36 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 11:27:45, 737 ნახვა

მსოფლიო
ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინის G7-ის სამიტზე დაპატიჟება გამორიცხა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დიდი შვიდიანის სამიტზე დაპატიჟება გამორიცხა.

ამის შესახებ მერკელმა „Frankfurter Allgemeine Zeitung“-თან ინტერვიუში განაცხადა.

„დიდი შვიდიანი, მანამდე დიდი რვიანი, ყოველთვის განიხილავდა თავს, როგორც საერთო ღირებულებებით გაერთიანებული თანამეგობრობა. ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევა და ჩვენი საერთო ღირებულებების უგულებელყოფაა. სწორედ ამიტომ, პუტინს არანაირი შანსი არ აქვს, რომ დიდი შვიდიანის სამიტზე დაპატიჟება მიიღოს, რომელიც ბავარიაში ივნისში გაიმართება“, - განაცხადა მერკელმა.

მისივე თქმით, სანქციები მანამდე არ მოიხსნება, სანამ მათი დაწესების მიზეზი არსებობს.

ცნობისთვის, დიდი შვიდიანის სამიტი გერმანიაში 7-8 ივნისს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ შარშან, დიდი რვიანის სამიტი სოჭში უნდა გამართულიყო, თუმცა ყირიმის ანექსიის გამო, დიდი რვიანი რუსეთის გარეშე ბრიუსელში შეიკრიბა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics