2016-06-08 15:06:20, 666 ნახვა
სხვადასხვა
დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ფასადის ფრაგმენტი ჩამოიშალა
დადიანის 26 ნომერში, საცხოვრებელი სახლის ფასადის ფრაგმენტი ჩამოიშალა.
კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და პოლიცია.
ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ კრწანისის რაიონის გამგეობის თანამშრომლები.
კრწანისის გამგეობა ჩამოშლილი ფრაგმენტის აღდგენით სამუშაოს დილიდან შეუდგა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან