23:40 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 18:47:42, 569 ნახვა

სხვადასხვა
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დაგლას ბოლს შეხვდა

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის ახალ დირექტორს, დაგლას ბოლს შეხვდა. შეხვედრას საქართველოში ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობის საკითხებში ოფიცერიშამენნა გალი და სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი, ნინა მატიაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა  USAID–ის კავკასიის ქვეყნების მისიის დირექტორს აპარატის საქმიანობა, სამომავლო გეგმები და მიგრაციის სამთავრობო სტრატეგია გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მიერ დიასპორის ფენომენის ახლებურ ხედვაზე, მისი, როგორც განვითარების ელემენტის გათვალისწინებით.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო მინისტის აპარატსა და USAID–ს შორის თანამშრომლობის ორ ძირითად მიმართულებაზე: დიასპორის ჩართულობაზე სამოქალაქო განათლების პროგრამებში, როგორც საქართველოში, ისე აშშ–ში და დიასპორულ ობლიგაციებზე და აღნიშნული მიმართულებით USAID–ის ხელშეწყობით ცენტრალური ევროპის ქვეყნებში განხორციელებული პროგრამების გათვალისწინებით შესაძლო თანამშრომლობის მოდელზე. შეხვედრაზე საუბარი, აგრეთვე, შეეხო სოფლის მეურნეობის განვითარების თემატიკას, USAID–სა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის არსებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს"საქართველოს სასოფლო–სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის" ფარგლებში და აღნიშნულ პროექტში დიასპორელი მეწარმეების თანამონაწილეობას.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრის უფროსმა მრჩეველმა, ნინა მატიაშვილმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის პრეზენტაცია წარმოადგინა, სადაც დეტალურად იქნა ასახული სამინისტროს უახლესი პროგრამები და პროექტები და USAID–თან უკვე განხორციელებული ღონისძიებები.

დაგლას ბოლიმ მადლობა გადაუხადა გელა დუმბაძეს ინფორმაციული და შინაარსიანი შეხვედრისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და USAID–ს შორის არსებული მჭიდო თანამშრომლობა, მისი აღნიშნულ პოზიციაზე ყოფნის პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics