2026-03-23 14:50:48, 1934 ნახვა
პოლიტიკა
სოხუმის დე ფაქტო ლიდერი გამარჯვების დღის აღსანიშნავად მოსკოვში გაემგზავრება
სოხუმის დე ფაქტო ლიდერი, ბადრა გუნბა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოწვევით, მოსკოვში, წითელ მოედანზე გამარჯვების დღის აღლუმში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერის პრესსამსახურმა განაცხადა.
„გამარჯვების დღე წმინდა თარიღია, რომელიც ჩვენს ხალხებს საერთო ისტორიით, გმირობითა და მეხსიერებით აერთიანებს. მოსკოვში გამართულ ზეიმში მონაწილეობა გმირებისადმი პატივისცემა და დიდი გამარჯვების შესახებ სიმართლის შენარჩუნების ჩვენი საერთო პასუხისმგებლობის დადასტურებაა“, - აღნიშნა გუნბამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,