13:57 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-03 14:28:48, 1148 ნახვა

პოლიტიკა
საბერძნეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, ის ჯაშუშურ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი

Reuters წერს, რომ საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მდებარე აშშ-ის საზღვაო ბაზაზე ჯაშუშურ საქმიანობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა.

Reuters წერს, რომ ეს ბაზა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და იქ გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­ბერ­ძნე­თის, აშშ-ისა და NATO-ს სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბი. ბა­ზას ცოტა ხნის წინ, მა­რა­გე­ბის შე­სავ­სე­ბად, აშშ-ის ავი­ა­მზი­დი Gerald R. Ford ეწ­ვია, შემ­დეგ კი ის ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ გა­ემ­გზავ­რა.

გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილი კაცი ათენის აეროპორტში ქვეყნის დაზვერვის სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის თანახმად, სა­ბერ­ძნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. მა­თი­ვე ცნობით, მიმ­დი­ნა­რე­ობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­წავ­ლა.

ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის ტე­ლე­ფონ­ში აშშ-ის ავი­ა­მზი­დის ფო­ტო­ე­ბი იპო­ვეს და ამჟამად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ირან­ში მყოფ პირ­თან მის შესაძლო კავ­ში­რებს იძი­ებს.

­კა­ცი სა­ბერ­ძნეთ­ში გერ­მა­ნი­ი­დან 3 თე­ბერ­ვალს ჩა­ვი­და და  საზღვაო და საჰაერო ძალების ბაზასთან მდებარე სასტუმროში ცხოვრობდა. მას წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, აღნიშნულ ბაზაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მა შაბათს ირანზე იერიშები მიიტანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics