|
2025-10-17 22:32:09, 752 ნახვა
სამართალი
დღეს არავინ იკითხება, არც არავინაა დაკავებული, მოგვიანებით გამოიკითხებიან - სუსი ყოფილ მაღალჩინოსნებზე
ყოფილი მაღალჩინოსნებისა და მათი გარემოცვის სახლების ჩხრეკის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ „დღეს არავინ იკითხება და არც არავინ არის დაკავებული“. „ამოღებული ელექტრომოწყობილობების და სხვა ნივთების, მათ შორის, მათი წარმომავლობის შესწავლის შემდეგ გამოიკითხებიან და სამართლებრივი შეფასებებიც მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი“, - „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ ცნობით, აცხადებენ სუსში. „დღეს არავინ იკითხება და არც არავინ არის დაკავებული“, - ამბობენ უწყების პრესცენტრში. 18:00 საათზე, მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული კიდევ ხუთი ადამიანის სახლებში - 22 ადგილას - ჩხრეკა ჩატარდა.
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)