03:20 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-19 11:17:47, 1225 ნახვა

სამართალი
საქართველოში ბოლო სამ დღეში იარაღის ტარებისთვის ან უკანონო შენახვისთვის 37 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო სამი დღის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 37 პირი დააკავეს.

პოლიციამ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე ნაგებობებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ათეულობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics