09:02 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-14 13:45:57, 814 ნახვა

სამართალი
სასამართლომ მათე დევიძე პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მათე დევიძის საქმეზე მორგი სხდომა გაიმართა. რეჟიმის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მათე დევიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა.

ბრალდების მხარემ სასამართლოს დევიძის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობით მიმართა. მათი განცხადებით, დევიძის მხრიდან არსებს ახალი დანაშაულის ჩადენის ან მიმალვის საფრთხე. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა.

დაცვის მხარე დევიძის გათავისუფლებას ითხოვდა. 

მომდევნო სხდომა 30 აპრილს ჩაინიშნა.

პოლიციამ 2003 წელს დაბადებული მათე დევიძე 19 ნოემბერს, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, დააკავა.

დევიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics