09:18 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-07 12:05:44, 564 ნახვა

სამართალი
მიშა ანდღულაძემ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა - ის დაცვის დანიშვნას ითხოვს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ჰააგაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, მიშა ანდღულაძემ თბილისის პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. 

იუმორისტი დაზარალებულად ცნობასა და დაცვის დანიშვნას ითხოვს და ამბობს, რომ ბულინგი და მუქარები სოციალურ ქსელში მისი მისამართით ამ დრომდე გრძელდება.

,,ატვირთულ ვიდეოში ჩანს, რომ მე იმიტომ დამესხნენ თავს, რომ თურმე ქართული ოცნების მხარდამჭერებს ვუწოდე რუსები, რაც აბსოლუტური ტყუილია. ეს უკვე ჩემი სიცოცხლის საკითხს ეხება. საჩივარში მოვითხოვთ, რომ მე მცნონ დაზარალებულად და დამინიშნონ დაცვა, იმიტომ, რომ მე არ მაქვს საშუალება დაცვით ვიარო. გამოდის, რომ არათუ საკუთარ ქვეყანაში, საზღვარგარეთაც არ ვარ დაცული. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას ჰგავს, რომ ყველა თითქოს მომართულია, რომ თურმე დამაკლდა და კიდევ უფრო მეტი უნდა ყოფილიყო. გამოვიდა, რომ კმაყოფილები არ დარჩნენ ადამიანები. შემზადება მიდის, რომ თითქოს უნდა მოხდეს რაღაცა ფატალური და სანამ ფატალური მოხდება იქამდე თუ არ ვუშველეთ, ეს ჯოჯოხეთია. ძალადობაში შეჯიბრის სტატისტიკაში აღმოვჩნდი, როგორც ჩანს. კომედიანტს, რომ ხუმრობის გამო თავს ესხმიან, რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ მაშინ" - ამბობს ანდღულაძე. [ტვ პირველი]





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics