2015-02-09 13:41:34, 706 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში სამხედრო მობილიზაცია დაიწყო
აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში სამხედრო მობილიზაცია დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სეპარატისტები იმედოვნებენ, რომ საბრძოლო მზადყოფნაში 100 ათასამდე მებრძოლი იქნება მზად.
შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში 9 უკრაინელი სამხედრო პირი დაიღუპა.
ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუს სეპარატისტებს და უკრაინელ სამხედროებს შორის საბრძოლო დაპირისპირება გრძელდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან