13:02 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-01 12:56:40, 616 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრომ სუიციდის პრევენციის მიზნით კამპანია დაიწყო

სუიციდის პრევენციის მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიური კამპანია დაიწყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სერჟანტებს სუიციდის პრევენციისა და სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური ურთიერთმხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო ბროშურები დაურიგდათ და პირველი სემინარი ჩაუტარდათ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ დასავლეთ სარდლობის სერჟანტებს პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სიახლეების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნო.

„სამინისტრო ჯარისკაცების ფსიქოლოგიური მხარდაჭერის კუთხით თვისობრივად ახალ მიდგომას ნერგავს. ამ მიდგომას ჰქვია „მხარი მხარს“. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ჯარისკაცის ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, მათი მაღალი მორალური განწყობა. ვგეგმავთ მთელ რიგ ღონისძიებებს და, სწორედ, ამის შესახებ ვესაუბრეთ სერჟანტებს.

ღონისძიებები მოიცავს სპორტულ აქტივობებს, მყისიერ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, ცხელ ხაზს, სემინარებსა და ლექციებს ყველა დონის მეთაურებისთვის, რათა სათანადოდ შეძლონ ჯარისკაცის მორალურ-ფსიქოლოგიური განწყობის ამოცნობა“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

უწყების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის ინიციატივით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სუიციდის პრევენციასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მომზადებულია სპეციალური საინფორმაციო ბროშურა, რომელიც სერჟანტებს და სამეთაურო რგოლს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინონ და სწორი კომუნიკაცია დაამყარონ დახმარების საჭიროების მქონე თანამებრძოლებთან. ამოქმედდა ცხელი ხაზი და ასევე იგეგმება სპეციალური სემინარების ციკლი სამეთაურო რგოლისთვის, რომლის მეშვეობითაც სერჟანტ-ოფიცრები სუიციდის პრევენციისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს დახვეწენ. სემინარებს თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტი ხელმძღვანელობს.

ქუთაისში სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური ურთიერთმხარდაჭერის პოლიტიკის ფარგლებში გამართული ღონისძიება მხოლოდ ერთი ნაწილია კამპანიის, რომლის სახელწოდებაცაა „მხარი მხარს“. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნული კამპანიის დეტალებზე საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics