16:29 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 11:08:21, 566 ნახვა

სამხედრო
ქართველი მებრძოლები ავღანეთიდან უდანაკარგოდ დაბრუნდნენ

ავღანეთიდან IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა. ქართველი სამხედროები ავღანეთის ჩრდილოეთით მაზარ-ი-შარიფში მდებარე სამხედრო ბაზა "მარმალზე" საერთაშორისო მისიას 7 თვის განმავლობაში ასრულებდნენ.
სამხედროებს სამშობლოში დაბრუნება თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ანა დოლიძემ და ბესიკ ლოლაძემ მიულოცეს. აეროპორტში ქართველ ჯარისკაცებს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკები - ომარ ბეგოიძე და რომან ჯოხაძე დახვდნენ.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეულის სამხედრო მოსამსახურეები სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებდნენ. ეს პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ქართველმა სამხედროებმა წარმატებით ჩატარებული ოპერაციებისთვის ავღანეთში გერმანული სარდლობისგან  მაღალი შეფასებები მიიღეს. ქვედანაყოფი III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა ჩაანაცვლა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics