01:13 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 21:20:59, 927 ნახვა

რეგიონი
ბათუმში საბრძოლო ხელოვნებების მსოფლიო ფესტივალი გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე შეიხა ბინთ ჰამად ალთჰანისთან  და რეგიონის განათლების, სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილესთან ლადო მგალობლიშვილთან ერთად ბათუმის სასპორტო სკოლაში მსოფლიო საბრძოლო ხელოვნების ფესტივალის გახსნას დაესწრო. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს კარატე დოს ეროვნული ფედერაცია.

ფესტივალის ფარგლებში  ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების აკადემიის პრეზიდენტი მსოფლიოში ცნობილი (კრავმაგის ინსტრუქტორი)  გაბი მიხაილი ჩაატარებს სემინარების ციკლს კრავმაგაში,  (კრავმაგა ახლო კონტაქტურ ბრძოლას ნიშნავს).

ფესტივალის სამსაჯო ნაკრებში არის ასევე ყველაზე ტიტოლოვანი თურქი სპორტსმენი ორჰა ოზაკი,  ალი ნაშრალახი ეგვიპტიდან, ტომას გუჯა და მასუდ ჯაფარი პოლონეთიდან,  რომელიც ცნობილია ჰოლივუდში გადაღებული არაერთი მხატვრული ფილმიდან.

მსოფლიო საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება. იგი 19 მაისს დაიწყო და 22 მაისს დასრულდება და მასში აღმოსავლური ორთაბრძოლის სხვადასხვა სახეობაში 30 ქვეყნის 2 000 სპორტსმენი მონაწილეობს.

ფესტივალის გახსნის ცერემონიალის შემდეგ გაიმართა გოგონათა შორის საფინალო შეხვედრა, რომლის გამარჯვებულიც ფესტივალზე საპატიო სტუმრის რანგში   მოწვეულმა შეიჰამ დააჯილდოვა.

ღონისძიებებს წარუღძღვებიან მსოფლიოს უძლიერესი  ოსტატები, სემინარებს უხელმღძვანელებს იაპონელი მსოფლიოს უძლიერესი ლეგენდარული  ოსტატი სადახიტო კატო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics