23:39 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-08 13:02:12, 397 ნახვა

სამართალი
პოლიციელი ქალებისთვის ლიდერის უნარების განვითარების კურსები გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადილე არჩილ თალაკვაძემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ქართველი პოლიციელი ქალებისთვის ლიდერის უნარების განვითარების კურსები სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გახსნეს.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული კურსები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არის დაფინანსებული და აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო ახორციელებს.

კურსები მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს ცენტრალურ და რეგიონულ სამართალდამცავ სტრუქტურებში პოლიციელ ქალთა ჩართულობასა და კარიერულ ზრდას. 2015 წლის მარტში საქართველიში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით თბილისში ჩატარდა პოლიციელ ქალთა მეოთხე, ყოველწლიური კონფერენცია, რომელსაც 9 ქვეყნის 150 პოლიციელი ქალი დაესწრო.

გენდერული თანასწოროებისა და ქალთა უფლებების საკითხები საქართველოსა და მთელ მსოფლიოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური, უსაფრთხოებასთან დაკავშრებული, ჰუმანიტარული და განვითარების პროექტების ნაწილია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics