2015-04-25 12:43:09, 685 ნახვა
სამართალი
"საქართველოს ბანკის" ექსპრეს-ფილიალზე თავდასხმა მოხდა
თბილისში, ბაზალეთის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ექსპრეს-ფილიალზე თავდასხმა მოხდა.
ფილიალში ერთი პიროვნება შეიჭრა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი შეიარაღებული იყო.
როგორც საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სოფო ბალავაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, შემთხვევა საღამოს 9 საათისთვის მოხდა და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ ეტაპზე უცნობია, წაიღო თუ არა თავდამსხმელმა თანხა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან