13:25 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-27 12:36:28, 611 ნახვა

სამართალი
იტალიაში 31 წლის ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

​იტალიის ქალაქ ნეაპოლში 31 წლის თ. ტ. გარდაცვლილი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ilgiornalediputignano.it ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 31 წლის გოგონას  გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გოგონამ ოჯახში, სადაც ის მუშაობდა, 4 დღის წინ საკუთარი საძინებელი ოთახი შეღება და მოიწამლა.

როგორც სამართალდამცავები ამბობენ, გოგონას გარდაცვალების მიზეზი პირველადი დათვალიერებით საღებავი ნივთიერებით მოწამვლა გახდა.

ოჯახის ცნობით, სადაც გოგონა მუშაობდა, მას ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ღებინებები და მაღალი სიცხე აღენიშნებოდა.

ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ გარდაცვლილი გოგონა ვანიდან იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics