21:45 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-02 18:36:42, 430 ნახვა

პოლიტიკა
უნგრეთმა რუსული ენერგიის იმპორტის აკრძალვის გაუქმების მოთხოვნით, ECJ-ში სარჩელი შეიტანა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ბუდაპეშტმა ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში (ECJ) რუსული ენერგიის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა.

მისივე თქმით, მსგავსი აკრძალვის დაწესებას ერთსულოვანი პოზიცია სჭირდება და ამასთან, იზღუდება ქვეყნების სუვერენიტეტი, რომ წევრმა ქვეყნებმა თავად აირჩიონ ენერგიის მომწოდებლები.

„დღეს ჩვენ შევიტანეთ სარჩელი ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში, რათა გავასაჩივროთ REPowerEU-ს რეგულაცია, რომელიც კრძალავს რუსული ენერგიის იმპორტს და მოვითხოვთ მის გაუქმებას. ჩვენი საქმე სამ ძირითად არგუმენტს ეფუძნება: პირველი, ენერგიის იმპორტის აკრძალვა შესაძლებელია მხოლოდ სანქციებით, რაც ერთხმად მიღებას მოითხოვს. ეს რეგულაცია მიღებულ იქნა სავაჭრო პოლიტიკის ზომის საფარქვეშ; მეორეც, ევროკავშირის ხელშეკრულებები ნათლად ადგენს, რომ თითოეული წევრი სახელმწიფო თავად წყვეტს ენერგიის წყაროებისა და მიმწოდებლების არჩევანს; მესამე, ენერგეტიკული სოლიდარობის პრინციპი მოითხოვს ენერგომომარაგების უსაფრთხოებას ყველა წევრი სახელმწიფოსთვის. ეს გადაწყვეტილება აშკარად არღვევს ამ პრინციპს, განსაკუთრებით უნგრეთის შემთხვევაში. მხოლოდ უფრო ძვირი და ნაკლებად საიმედო ალტერნატივებია ხელმისაწვდომი. რუსული ნავთობისა და გაზის გარეშე ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება ვერ იქნება გარანტირებული და ვერც დაბალი ენერგოხარჯების შენარჩუნება მოხდება უნგრული ოჯახებისთვის“, – დაწერა სიიარტომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics