12:23 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 14:15:16, 440 ნახვა

პოლიტიკა
გია ბარამიძე: პოლიტიკური სპეკულაციების ნაცვლად, ვაზაგაშვილის მკვლელობა გამოიძიონ

„პოლიტიკური სპეკულაციების ნაცვლად, მკვლელობის სასწრაფოდ გამოძიება უნდა მოხდეს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ ჟურნალისტებს იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე შეფასებით, ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არც ერთი ვერსია არ უნდა გამოირიცხოს და გამოძიება სწრაფად უნდა ჩატარდეს. 

„ეს მკვლელობა არის არა მარტო ამაზრზენი და აღმაშფოთებელი, არამედ ეს არის ძალიან სახიფათო პრეცედენტი, არა მხოლოდ ზოგადი კრიმინოგენული თვალსაზრისით, არამედ ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი ჩვენი საზოგადოებისთვის. ამას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალიან მკაცრი და სწრაფი რეაგირება უნდა მოჰყვეს. ნაცვლად პოლიტიკური სპეკულაციებისა, სასწრაფო გამოძიება და ყველა დამნაშავის, ვინც არ უნდა იყოს შემსრულებელი თუ დამკვეთი, უმკაცრესად დასჯა უნდა მოხდეს. არც ერთი ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება, გამოძიებას ამის უფლება არ აქვს. ყველა, ვინც კი ამ სამქეშია გარეული, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს“, – აღნიშნა ბარამიძემ. 

შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ააფეთქეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics