23:34 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 11:02:44, 672 ნახვა

სამართალი
იური ვაზაგაშვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება

გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, იური ვაზაგაშვილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

როგორც დამოუკიდბელმა ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა მთავარ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა, წინასწარი ექსპერტიზის დასკვნა მკვლელობაზე მიუთითებს.

"გარდაცვლილი გადასვენებულია პროზექტურაში. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად თავისთავად მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. დღესდღეობით, გამოკვეთილი ბოლომდე არ არის სურათი, მაგრამ წინასწარი კვლევის შედეგებზე შეიძლება რაღაც წარმოდგენა გვქონდეს",-აღნიშნა ზაზა ალთუნაშვილმა.

მთავარ პროკურატურაში ოჯახის ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტი  ვაზაგაშვილის კუთვნილი მანქანის დალუქვის პროცესს ესწრებიან.

შეგახსენებთ, გუშინ იური ვაზაგაშვილი მისი შვილის საფლავზე აფეთქდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცხედარს  ამწუთებში ექსპერტიზა უტარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics