14:17 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-29 14:34:35, 9827 ნახვა

High - Tech
Xiaomi-მ ხელმისაწვდომი ელექტროსკუტერი SUPER SOCO გამოუშვა

ჩინურმა ტექ.გიგანტმა "სიაომიმ" ელექტროსკუტერი  SUPER SOCO Electric Smart CU გამოუშვა. სიახლის ფასი  1150$ შეადგენს, ხოლო ბატარეის ბოლომდე დატენვის შემთხვევაში, მსუბუქი ტრანსპორტი უწყვეტლივ დაახლოებით 120 კმ-ს გავლას შეძლებს.

გარეგნულად "სიაომის" სკუტერი  სხვა ამდაგვარი სატრანსპორტო საშუალებებისგან დიდათ არ განსხვავდება, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით მას სპეციალური კამერა აქვს, რომელიც თქვენს მოგზაურობებს მეხსიერებაში ვიდეოფაილების სახით შეინახავს და შემდეგ პატრონის სურვილისამებს სოც.ქსელებში გააზიარებს. აგრეთვე აღსანიშვავია წინა ფარების უნიკალური დიზაინი და ციდრული დისპლეი, რომელზეც მთელი საჭირო ინფორმაცია იქნება გამოტანილი.

ახალი ელექტროსკუტერის მთავარი დანიშნულება მოკლე დისტანციებზე, ქალაქში გადაადგილებაა. მისი ბატარეა 26,32 ან ყველაზე ძვირადღირებული 38 ა.ს-ს მოცულობისაა. შესაბამისად 28 ა.ს-ს სკუტერის მფლობელი 80, ხოლო 38 ა.ს-ს 120 კმ-ს გავლას მოახერხებს. მაგრამ ყველაზე დიდი იმედგაცრუება საშუალოზე დიდ ადამიანებს ელის-სკუტერი მაქსიმუმ 70კილოგრამიან ადამიანებზეა გათვლილი.

SUPER SOCO Electric Smart CU - ს შეძენა ჯერჯერობით მარტო ჩინეთშია შესაძლებელი. ელექტროსკუტერი წითელ, თეთრ, ოქროსფერ ან რუხ ფერებშია წარმოდგენილი. ყველაზე იაფი კონფიგურაცია (80კმ)  744$ , ხოლო ყველაზე ძვირადღირებული (120კმ) 1150$ ღირს.


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics