14:21 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 17:14:40, 3073 ნახვა

კულტურა
თომა ჩაგელიშვილი „ლიბერთი ბანკთან“ პარტნიორობით ახალ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების მიმართ პატივისცემის და მადლიერების გამოხატვის ნიშნად, ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით დოკუმენტური ფილმი შეიქმნება, რომელიც მთლიანად მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს დაეთმობა.

დოკუმენტურ ფილმს, სახელმწოდებით „ქართველები მეორე მსოფლიო ომში,“ ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და ჟურნალისტი, თომა ჩაგელიშვილი გადაიღებს.

„ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, ლიბერთი ბანკის ინიციატივით შეიქმნება დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს იმ უმძიმეს პერიოდს, რაც ქართველმა ვეტერანებმა მეორე მსოფლიო ომის დროს  გამოიარეს. ფილმი მთლიანად დაეთმობა ვეტერანების პირად ისტორიებს და განცდებს, რომელსაც დოკუმენტური ფილმის სახით შემოვუნახავთ მომავალ თაობას. ფილმის გადაღებით, ჩვენ გამოვხატეთ პატივისცემა და მადლიერება ქართველი ვეტერანების მიმართ. მოხარულნი ვართ, რომ ფილმს გადაიღებს თომა ჩაგელიშვილი, რომლის სახელიც ბევრ საინტერესო დოკუმენტურ ნაწარმოებს უკავშირდება. ლიბერთი ბანკის სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავთ ქართველ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს“, - აღნიშნა „ლიბერთი ბანკის“ დირექტორმა, დავით ვერულაშვილმა.

„მოხარული ვარ, რომ მომეცა ამ პროექტის განხორციელების საშუალება. დღეს მაყურებელს შეგვიძლია შევთავაზოთ რამდენიმე კადრი ფილმიდან, რომელშიც გადმოცემულია ქართველი ვეტერანების პირადი ისტორიები და ემოციები. ეს კადრები გულგრილს არავის დატოვებს. ჩემის მხრივ, მსურს პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ვეტერანების მიმართ, რომლებმაც ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვეს“, - განაცხადა თომა ჩაგელიშვილმა

კადრები ფილმიდან ხელმისაწვდომია „ლიბერთი ბანკის” facebook-ის გვერდზე www.facebook.com/libertybank.ge 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics