13:08 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-26 21:43:42, 1288 ნახვა

სპეციალური ანონსი
27 ოქტომბრის ანონსი

27 ოქტომბერს, 09:00 საათზე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.  მისამართი: გორგასლის 24ა, იუსტიციის სამინისტრო

27 ოქტომბერს, 10:30 საათზე, „ფაბრიკის“ საკონფერენციო დარბაზში Impact Hub, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, შვედეთის საელჩო საქართველოში, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) და IDFI მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.
თემა: მდგრადი განვითარების მიზნები - გლობალური და საქართველოს დღის წესრიგი. შეხვედრა მიზნად ისახავს მედიის წარმომადგენლების დეტალურ ინფორმირებას მდგრადი განვითარების 17 გლობალური მიზნის და ამ მიზნების 2030 წლამდე განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს გეგმის შესახებ. მის.: ეგნატე ნინოშვილის ქ. #8 საკონტაქტო პირები: ანა კვერნაძე - 568 017 117, სოფო ჭიჭინაძე - 599 196 907, მერი მახარაშვილი - 599 500 137, ირინა სულავა - 599 579 105

27 ოქტომბერს, 11:00 საათზე, აღმაშენებლის ხეივნის 13-ე კილომეტრზე (სმარტისა და ვენდისის უკან) გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები და სასწავლებლის პერსონალი სისხლის უანგარო დონორობის კამპანიაში ჩაერთვებიან. ისინი სისხლს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს დასახმარებლად გაიღებენ. საკონტაქტო ტელ.: 591 01 82 20

27 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ფრიდრიხ ნაუმანის ოფისში გაიმართება Journalist’s Breakfast at Freedom-ის მორიგი შეხვედრა, რომლის სტუმარი იქნება დავით უსუფაშვილი. თემა: 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შეჯამება.

27 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2 საკონტაქტო ტელ.: 599726565

27 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართება სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის და საქართველოში იაპონიის ელჩის ტადაჰარუ უეჰარას შეხვედრა. თემები: ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების (2020 წელი, ტოკიო, იაპონია) საორგანიზაციო საკითხები. მის.: მაჩაბლის ქ. #11. საკონტაქტო პირი თეონა ომანაძე - 599 58 00 01

27 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრებს შეხვდება. მის.: კოსტავას ქ. #14, კახა კალაძის საარჩევნო შტაბი

27 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონკურსის „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ გამარჯვეულ ჟურნალისტებს დააჯილდოებს.

27 ოქტომბერს, 18:00 საათზე, აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების ყოველწლიური საშემოდგომო გამოფენა გაიმართება, სადაც გამოვლინდება გამარჯვებული ავტორი, რომლის ნამუშევარი „წლის საუკეთესო ნამუშევრის“ ნომინაციაზე წარდგება. მის.: კ. ქუთათელაძის №6 (შანხაი) საკონტაქო პირი დავით ბაძაღუა - 577 092120

27 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საფრანგეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. მის.: საქართველოს ეროვნული კონსერვატორია, დიდი დარბაზი. საკონტაქტო პირი თამარ ქათამაძე - 599 704 152





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics