14:21 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 11:36:57, 693 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი: საქართველოში ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობები, ინტენსიური ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი უნდა გახდეს

"საქართველოს მდებარეობა და ბიზნესის საწარმოებლად ხელსაყრელი პირობები, ინტენსიური ეკონომიკური ზრდის და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი უნდა გახდეს",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ლიტვის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ბიზნესის საწარმოებლად საქართველოში არსებული ხელსაყრელი პირობები, აგრეთვე, ჩვენი ქვეყნის მტკიცე რეგიონალური და სავაჭრო  ურთიერთობები  და  მისი მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე,   ინტენსიური ეკონომიკური ზრდის და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი უნდა გახდეს. ჩვენ გასულ წელს ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.  ეს იყო ისტორიული დოკუმენტი, აგრეთვე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი,  რომელიც არის განუყოფელი ნაწილი ასოცირების ხელშეკრულების.ეს არის მართლაც ჩვენი სამქომედო გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა მომდევნო 10 წლის განმავლობაში და იმის იქით. ამიტომაც, ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას მსოფლიოს ბაზრებსა და  გლობალური მიწოდების ქსელებში ქვეყნის ინტეგრაციას. ამასთანავე, ახალი პერსპექტივებით უზრუნველყოფს საქართველოს და იმ ბიზნესმენებს, რომლებიც საქმიანობენ ჩვენს ქვეყანაში არა მხოლოდ ქართველები, არამედ უცხოელები. რაც შეეხება საქართველო- ლიტვას შორის არსებულ ვაჭრობას, მინდა გითხრათ,  რომ ვაჭრობის ბრუნვა გაზრდილია 30%-ით,  რაც შეეხება  ექსპორტს, ექსპორტი გაზრდილია 46%-ით გასულ წელს და იმპორტი გაზრდილია 21%-ით. საქართველოს ეკონომიკა მართლაც მრავალფეროვანია. დარწმუნებული ვარ, ლიტვიდან მეტ ინვესტორს დავაინტერესებთ",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღესვე, საქართველო-ლიტვას შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics