17:39 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-06 11:47:06, 494 ნახვა

მსოფლიო
არაბთა გაერთიანებული საემიროები - რუსეთმა და უკრაინამ მოლაპარაკებისას დიდი ძალისხმევა აჩვენეს

არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტრო: აბუ დაბიში გამართულმა მოლაპარაკებებმა რუსეთისა და უკრაინის განზრახვების სერიოზულობა აჩვენა

„რუსეთს, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის აბუ დაბიში ჩატარება დადებით სიგნალებს აგზავნის, რაც ასახავს დიპლომატიურ პროცესში ჩართული მხარეების სერიოზულობას. მოლაპარაკებებმა აჩვენა საერთო საფუძვლის არსებობა შემდგომი პროგრესისთვის“, - განაცხადა არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრმა ალ ნაჰიანმა.

მან მადლიერება გამოხატა რუსეთისა და უკრაინის მიმართ მოლაპარაკებებისადმი კონსტრუქციული მიდგომისთვის და აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტის ურთიერთობები პუტინთან და ზელენსკისთან ურთიერთნდობის განმტკიცების, მედიაციის ძალისხმევის მხარდაჭერისა და ორი მხარის პოზიციების დაახლოების საფუძველი გახდა. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკულ დელეგაციას, „რომლებმაც ხელი შეუწყვეს მოლაპარაკებებს და წვლილი შეიტანეს ამ პოლიტიკური პროცესის წინსვლაში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics