|
2025-10-08 18:37:42, 938 ნახვა
ეკონომიკა
ლიბერთის კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო – „მსოფლიოში საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი და სერვისები“
ლონდონში, გაიმართა პრესტიჟული მედია გამოცემა Global Finance-ის ყოველწლიური დაჯილდოება “Best Digital Bank Awards 2025”, სადაც მსოფლიოს საუკეთესო კომერციულმა და ციფრულმა ბანკებმა, ასევე წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა მიიღეს მონაწილეობა. ლიბერთი ბანკი შვიდ ნომინაციაში იყო წარდგენილი და მიიღო ჯილდო „მსოფლიოში საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგი და სერვისები“. ლიბერთიმ ასევე მიიღო ორი ჯილდო: ,,საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო საბანკო პლატფორმა საქართველოში" და ,,საუკეთესო ციფრული სახაზინო მომსახურება და ფულის მართვის სერვისები საქართველოში”.
ლიბერთისთვის პრიორიტეტად რჩება ციფრული განვითარება და თანამედროვე საბანკო სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა. Global Finance-ის ჯილდოს მოპოვება მნიშვნელოვანი ეტაპია - ეს არის პირველი საერთაშორისო აღიარება, რაც ჩვენი გუნდის ერთობლივი შრომისა და ყოველდღიური მუშაობის შედეგია."- ელენე ჩუბინიძე, ლიბერთის ციფრული ბანკინგის მიმართულების ხელმძღვანელი. ჩვენთვის ნებისმიერი ციფრული არხი არის სივრცე, სადაც მომხმარებელთან ერთად ვქმნით ღირებულებას. კამპანიების ცენტრალიზებულმა მართვამ და მონაცემებზე დაფუძნებულმა გადაწყვეტილებებმა მოგვცა შესაძლებლობა, ერთიანად ვაკონტროლოთ ბრენდის ტონი, კამპანიები იყოს თანმიმდევრული და ეფექტური, ხოლო კომუნიკაციის სტრატეგია - მორგებული მომხმარებლის საჭიროებებზე. ეს აღიარება გვაძლევს სტიმულს, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ კომუნიკაციის ხარისხი და გავაგრძელოთ სიახლეების დანერგვა.”- თამარ მეგრელიშვილი, ლიბერთის მარკეტინგის და კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი. Global Finance 1987 წელს დაარსდა და დღეს 160 ქვეყანაში ოპერირებს. გამოცემას 193 ქვეყანაში 50,000-ზე მეტი მკითხველი ჰყავს და ფინანსურ სამყაროში სანდოობისა და ხარისხის სტანდარტად არის აღიარებული. ყოველწლიურად Global Finance გამოარჩევს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს და მათ გამორჩეული შედეგებისთვის აჯილდოებს.
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)