23:22 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-06 20:39:18, 439 ნახვა

პოლიტიკა
ბერუჩაშვილი: უკრაინას იანვრის ბოლოსკენ ქართველ მინისტრთა ჯგუფი ეწვევა, პრემიერის ვიზიტი კი, შემდეგ იქნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის ინფორმაციით, უკრაინას იანვრის ბოლოსკენ  ქართველ მინისტრთა ჯგუფი ეწვევა, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კი,  ამის შემდგომ განხორციელდება.

ამის შესახებ ბერუჩაშვილმა საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"უკრანიაში ვიზიტთან დაკავშირებით გქვონდა დისკუსია რამდენიმე კვირის წინ. იცით,  რომ საქართველოს ელჩი იყო ჩამოსული თბილისში. გვქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, სადაც განვიხილეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესები.დავგეგმეთ ჩვენი დღის წესრიგი. ვმუშაობთ, რომ ვიზიტები გაიმართოს კიევში სამინისტროების დონეზე. ეს იქნება დარგობრივი სამინისტროები. შემდგომ  ვმუშაობთ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტზე.თარიღი ზოგადად დასახელებულია, თუმცა  ეს ჩვენს პარტნიორებთან შესათანხმებელია.იანვრის ბოლოსკენ, ალბათ,  მინისტრთა ჯგუფი ესტუმრება კიევს,  შემდეგი ეტაპი უკვე პრემიერ მინისტრის ვიზიტი იქნება",-აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics