05:59 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-25 09:39:00, 765 ნახვა

სამართალი
საპატრულო პოლიციამ საზღვარზე ფეთქებადი ნივთიერების გადმოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფეთქებადი ნივთიერების გადმოტანის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე, 1970 წელს დაბადებული ოთარ გ. დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოთარ გ-ს კუთვნილი "ვაზ 3221" ტიპის ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილი სამალავებიდან არადეკლარირებული ტვირთი - 180 ქილა ფეთქებადი ნივთიერება - დენთი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 45280,8 გრამ უკვამლო დენთს წარმოადგენს და ფეთქებად ნივთიერებათა კატეგორიას განეკუთვნება. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფეთქებადი ნივთიერების გადმოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics