02:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 12:16:37, 705 ნახვა

სამართალი
სახალხო დამცველმა თეა წულუკიანის ინიციატივა არ გაიზიარა

იუსტიციის მინისტრის მიერ გამოთქმული ინიციატივა,  საპროკურორო საბჭოში ომბუდსმენი ყოფილიყო წარმოდგენილი,  სახალხო დამცველმა არ გაიზიარა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით,  ეს ადგილი  მოსამართლემ დაიკავა.

საპროკურორო საბჭო 9-ის ნაცვლად შედგება 15 წევრისგან, რომელთაგან 8 წევრს აირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია წარმომადგენლობითობის პრინციპის დაცვით. 
ცნობისთვის,  თეა წულუკიანი გასულ კვირას ინიციატივით გამოვიდა,  საპროკურორო საბჭოში პარლამენტის როლი შესუსტებულიყო  და იქ საქართველოს ომბუდსმენი მიეწვიათ.
იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ ვენეციის კომისიის, ეუთოსა და ევროპელ პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციების უმრავლესობა გაზიარებულ იქნა და პროკურატურის კანონში ცვლილებების საბოლოო რედაქცია პარლამენტში დღეს გადაიგზავნა. კანონის ძალაში შესვლისთანავე დაიწყება პროცედურები პროკურორთა კონფერენციის მოსაწვევად, საპროკურორო საბჭოს შესადგენად და ახალი წესით საქართველოს მთავარი პროკურორის დასამტკიცებლად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics