06:22 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 14:15:00, 580 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების მიერ ინვესტიციამ 700 მილიონ დოლარს მიაღწია

საქართველოს ეკონომიკაში არაბთა გაერთიანებული საემიროების ინვესტიციამ 700 მილიონ დოლარს მიაღწია.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-არაბეთის გაერთიანებული საემიროების ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება.
„არაბთა გაერთიანებული საემიროები გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორი საქართველოში, რომლის ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში ფაქტობრივად სარეკორდო, 700 მილიონ დოლარს მიღწია საქართველოს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით სხვადასხვა სექტორებში. 2014 წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობამ 200 მილიონს გადააჭარბა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გაერთიანებული საემიროების დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველო-არაბეთის გაერთიანებული საემიროების ბიზნესფორუმი გაიმართა, სადაც ქართულმა მხარემ სტუმრებს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ვიზიტის ფარგლებში, ხვალ ინვესტორები საწარმოებსა და საპრივატიზაციო ობექტებს დაათვალიერებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics