10:29 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 18:54:26, 297 ნახვა

საზოგადოება
ნაფიც მსაჯულთა შერჩევასთან დაკავშირებით შესაძლოა, ცვლილებები განხორციელდეს

ნაფიც მსაჯულთა შერჩევასთან დაკავშირებით შესაძლოა, ცვლილებები განხორციელდეს. 
ცვლილება  „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძეა.
პროექტის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე მოსამართლეს შესაძლებლობა ექნება შეკითხვის დასასმელად და დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მხარეებს და მსაჯულობის კანდიდატებს გონივრული ვადა განუსაზღვროს, რასაც მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რაც,  როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ხშირად სასამართლო პროცესის გაჭიანურების მიზეზი ხდება. 
ამასთან, ცვლილების მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის მეორე ეტაპზე 18 წელს მიღწეულ პირთა ერთიანი სიიდან, 30 კანდიდატის ნაცვლად 100 კანდიდატი შეირჩევა.
აქვე, თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თითოეული მხარე, ნაცვლად 12 დაუსაბუთებელი აცილებისა, 10 დაუსაბუთებელი აცილების განცხადების უფლებით ისარგებლებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics