05:54 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 12:35:39, 926 ნახვა

ეკონომიკა
„ლიდერბეთი“ ქუჩის ფეხბურთის თბილისის თასის გენერალური სპონსორი იყო

ონლაინ ტოტალიზატორი და კაზინო „ლიდერბეთი“ ქუჩის ფეხბურთის თბილისის თასის გენერალური სპონსორი იყო.
პროექტი 16 და 17 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ტურნირში მონაწილეობას  16 გუნდი იღებდა. ფინალურ მატჩში „სტუ“-სა და „სეუ“-ს შორის გამარჯვება „სეუ“-მ მოიპოვა და „ლიდერბეთისგან“ დაწესებული მთავარი პრიზი 1000 ლარიანი ფულადი ჯილდო მიიღო.
ქუჩის ფეხბურთზე დამსწრე საზოგადოებას „ლიდერბეთისგან“ წამახალისებელი საჩუქრები და ფეხბურთის ბურთები გადაეცათ.
„კომპანია „ლიდერბეთი“ მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს ქართული სპორტის განვითარებას და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ქუჩის ფეხბურთის თბილისის თასის ჩემპიონატის ორგანიზატორები ვართ. ჩვენ 1000-ლარიანი საპრიზო ფონდი დავაწესეთ გამარჯვებული გუნდისათვის და მომავალში ვგეგმავთ, რომ ხშირად დავასპონსოროთ მსგავსი ტიპის ღონისძიებები და თავადაც ვიყოთ ორგანიზატორები. რათა მოვუწოდოთ ქართველ ახალგაზრდებს, რომ მეტად ჩაერთონ სპორტში და იცხოვრონ სპორტულად“, - განაცხადა  „ლიდერბეთის“ მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ ტყაბლაძემ.
„ეს ტურნირი ტარდება „ლიდერბეთისა“ და Street soccer georgia-ს ორგანიზატორობით. ტურნირში მონაწილეობას სტუდენტები და თბილისის მცხოვრებლები იღებენ. უახლოეს მომავალში ჩემპიონატის გამართვა საქართველოს მასშტაბით იგეგმება. ყველა სტუდენტს და ახალგაზრდას მოვუწოდებთ, რომ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით“, - განაცხადა Street soccer georgia-ას დამფუძნებელმა თორნიკე თუთაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics