|
2015-05-17 16:48:10, 303 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი ხვალ აჭარას ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სამთავრობო პროექტის - „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ ფარგლებში, ხვალ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა. რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციამდე, 11:15 საათზე, მთავრობის მეთაური ბათუმში, „სოკარის“ ცენტრალური ოფისის გახსნის ცერემონიას დაესწრება. 12:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ბრენდის მაღალი დონის სასტუმრო „ჰილტონს“ გახსნის. 14:00 საათზე კი, მთავრობის მეთაური, ახლად გახსნილ სასტუმრო „ჰილტონში“, საქართველოში მოღვაწე ბიზნესწრეების წარმომადგენლებს აჭარის ეკონომიკურ პოტენციალს წარუდგენს. პროექტის - „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ წარდგენა აჭარით სრულდება. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სამთავრობო პროგრამა რეგიონების სტრატეგიულ და ეკონომიკურ განვითარებას, საწარმოების აღდგენას და რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად.
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)