03:30 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-03 17:27:18, 1023 ნახვა

რეგიონი
დედის დღე შუახევში

შუახევში დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე შეკრებილ ქალბატონებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღევანდელი დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

„მინდა მივულოცო დღევანდელი დღე ყველა დედას. მთელი ჩვენი ისტორია საქართველოს ქალების, დედების სათნოების, გმირობის, თავდადების და გამძლეობის მაგალითია და ასეა დღესაც. ყველა დედას ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, გახარებას და რაც ყველაზე მთავარია, სამშობლოსთვის განათლებული და საამაყო შვილების გაზრდას“, - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

ღონისძიება გაამრავალფეროვნა თსუ გოგონათა ანსამბლმა ,,გორდელამ“ და კულტურის ცენტრთან არსებულმა ხალხურ საკრავთა შემსრულებელმა ჯგუფმა, ანსამლებმა:- ,,შუახევი“, ,,ზე-კართან“, ,,ნაი“, ,,მარეთი“, ,,ჭვანა“, ,,ფესვები“.

ღონისძიებაზე დამსწრე ქალბატონებს მუნიციპალიტეტის მერიამ მისალოცი ბარათი და ყვავილები გადასცა.

მუნიციპალიტეტის ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მათ სფეროში მოღვაწე მრავალშვილიან და ღვაწლმოსილ დედებს საჩუქრები გადასცეს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics