03:30 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 18:45:54, 806 ნახვა

რეგიონი
დავით სერგეენკო და ზაალ მიქელაძე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან ერთად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე წითელას ინფექციის შემაკავებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე პრეზენტაცია წარმოადგინა.

აქცენტი გაკეთდა C ჰეპატიტის ელიმინაციისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ ახალ საპილოტე პროგრამაზეც. მინისტრმა ყურადღება არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics