|
2018-02-28 14:59:18, 601 ნახვა
რეგიონი
ზაალ მიქელაძე პროექტის - „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრას დაესწრო
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე რუსუდან შავიშვილი, „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ პროექტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ. „დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ, რომელიც გულისხმობს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ძალადობის პრევენციას. პროცესში არასამთავრობო სექტორთან ერთად ჩართულია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგები. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის მონაწილეობა მიიღოს პროექტის განხორციელების პროცესში, რამაც უნდა უზრუნველყოს მოზარდებში ძალადობისა და ბულინგის შემთხვევების შემცირება“, - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ სიტყვით გამოსვლისას. პროექტის მიზანია ოჯახში ძალადობის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისა და დაცვის სისტემის გაუმჯობესება. სამუშაო შეხვდერის მიზანს პროექტის 1 წლის შედეგების გაცნობა-შეჯამება და ძალადობისგან ბავშვთა დაცვის გაუმჯობესებისათვის თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა. შეხვედრას ბავშვთა დაცვის სფეროს ადგილობრივი უწყებების ხელმძღვანელი და გადაწყვეტილების მიმღები პირები ესწრებოდნენ. პროექტის ფარგელბში დაფუძნებული ბავშვთა და ახალგაზრდების ადვოკატირების ცენტრები მუშაობს თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში. ცენტრები მულტიდისციპლინური და მულტისექტორული მომსახურების მიწოდებით, ეხმარებიან ძალადობის მსხვერპლ და რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებს და ახალგაზრდებს, რათა უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება, უფლებების დაცვა და რეაბილიტაცია. ბათუმის ადვოკატირების ცენტრი ფუნქციონირების შოთა რუსტაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კლინიკის ბაზაზე. პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი, საზოგადოებრივ ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდთან“, რეაბილიტაციის და განვითარების სამეოქმედო ცენტრ „თანაზიართან“ და ბავშვის საერთაშორისო ბიუროსთან ერთად. პროექტის ერთ-ერთი ასოცირებული პარტნიორია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
(NS)
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)