03:24 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 18:32:08, 1012 ნახვა

რეგიონი
ნატახტარში არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის მოთხოვნით, ნატახტარში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაშლას არ აპირებენ.

ამასთან, როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, ისინი ცენტრალური გზის გადაკეტვას გეგმავენ.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

ცნობისთვის, ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმიური შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი თქვა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics