02:57 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 18:26:30, 636 ნახვა

ეკონომიკა
დავით ონოფრიშვილი: მთავრობა არსებული გარე შოკების გადასატანად მზად არ იყო

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის დავით ონოფრიშვილის შეფასებით, მთავრობა არსებული გარე შოკების გადასატანად მზად არ იყო.
ამის შესახებ ონოფრიშვილმა EBRD-ის  მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნიზის 2,3 %-დე შემცირების თემის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობას არსებული ეკონომიკური პრობლემების აღიარება უჭირს.  
„5%-იანი ზრდა რაც ბიუჯეტში არის ჩადებული წელს ნამდვილად ვერ იქნება. მთავრობა ამას შეგუებულია, რადგან ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ  ზრდა  2, 3 %- ის ფარგლებში იქნება წელს. გარე შოკები , რომლებმაც  ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე  გავლენა მოახდინა,   მთავრობა არ იყო მზად ამის გადასატანად. შეგუებაც კი უჭირდათ, არ აღიარებდნენ სანამ სავალუტო კრიზისი არ დაიწყო. ქვეყანაში დოლარის დეფიციატია და მთავრობის საქმეა, რომ ინვესტიციებით და სხვა მექანიზმებით ვითარება გამოასწოროს“,-განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.  
ამასთან, დავით ონოფრიშვლმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის ნაბიჯი რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით სწორი იყო და აქვე აღნიშნა,   რომ  ძირითადი როლი ლარის დასტაბილურებაში მთავრობამ უნდა ითამაშოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics