|
2018-02-05 17:30:44, 699 ნახვა
რეგიონი
ხულოს მერიის წარმომადგენლებს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა გააცნეს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართეს. სამინისტროს წარმომადგენლები ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებსა და მერის რწმუნებულებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის ეფექტური და დროული დახმარების გაწევისათვის რეკომენდაციებისა და კონსულტაციების გაწევა. დეპარტამეტის ხელმძღვანელმა - დალი ქიქავამ მერიის წარმომადგენლებს სამინისტრო 2018 წლის პროგრამა - „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა“ წარუდგინა და სიახლეებზე ისაუბრა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამის ბიჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია 115-მდე სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა, მას შემდეგ უსაფრთხო საცხოვრისი 207-მა ოჯახმა შეიძინა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)