|
2018-02-02 13:49:51, 777 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად, ქედაში, ცხმორისის ტერიტორიაზე მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა. "ბათუმი-ხიჭაურის მონაკვეთზე გაზიფიკაციის სამუშაოები ზაფხულისთვის დასრულდება. მთის გაზიფიცირება ისტორიული პროექტია. მილსადენი შუახევამდე უკვე ფაქტობრივად მოსულია. უახლოეს პერიოდში ამოვა გაზი "გოდერძამდე" და ამავდროულად მოხდება სოფლების დაქსელვა", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოებს კომპანია „ენერჯი ინვესტი 2009" ასრულებს. ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი ცხმორისის პარალელურად ახალშენის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. გაზის მილები დაახლოებით 22 კილომეტრზე უკვე ჩადებულია. სამუშაოებში, ჯამში, 80 ადგილობრივია დასაქმებული. პროექტი პირველ ეტაპზე 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. 65 კმ. სიგრძის მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)