14:44 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-29 16:18:49, 783 ნახვა

რეგიონი
ლიტველები აჭარაში მოგზაურობით ინტერესდებიან

აჭარის ტურისტული პროდუქტები ლიტვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე  „Adventure 2018” ყურადღების ცენტრში მოექცა. ვიზიტორების განსაკუთრებული დაინტერესება მთიანი აჭარის ტურისტულმა შესაძლებლობებმა გამოიწვია. 

გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გამართეს პრეზენტაცია, სადაც ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებს აჭარის ტურისტული შესაძლებლობები გააცნეს. პრეზენტაცია ღვინის დეგუსტაციით დასრულდა.

მიმდინარე წელს, აჭარის ლიტვაში პოპულარიზაციისა და რეგიონში ლიტველი ტურისტების მოზიდვის მიზნით პირისპირ შეხვედრები გაიმართა წამყვანი ტელეკომპანიის “TV 3“,  National Goegraphic- სა და ლიტვაში პოპულარული ვებ-საიტების მენეჯმენტთან, ასევე წამყვანი ტურისტული კომპანიების ნოვატურის, მეგატურისა და ტეზტურის წარმომადგენლებთან.  ლიტვის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 26 იანვარს დაიწყო და 28 იანვარს დასრულდა. გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დამოუკიდებელი სტენდით იყო წარმოდგენილი.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის გამოფენებში მონაწილეობა, განსაკუთრებით კი ისეთ ევროპულ ბაზრებზე როგორიცაა ლიტვა. ჩვენ ვიყენებთ ყველა პლატფორმას ეს იქნება პირისპირ შეხვედრები, მედიატურები, რეკლამა წამყან ტელევიზიებში თუ ინფოტურები ტურისტული და ავიაკომპანიის წარმომადგენლებისთვის. წელს, ჩვენ ჯამში 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ვღებულობთ მონაწილეობას, რაც კარგი საშუალებაა უკვე პირისპირ შევხვდეთ ჩვენ სამიზნე აუდიტორიას და მოვახდინოთ მათი რეგიონში მოგზაურობის სტიმულირება“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics