23:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 11:59:49, 358 ნახვა

საზოგადოება
NDI: წინა წელთან შედარებით საქართველოს პოლიციის რეიტინგმა დაიწია

NDI–ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, წინა წელთან შედარებით საქართველოს პოლიციის რეიტინგმა დაიწია.
პოლიციის საქმიანობას დადებითად  მიმდინარე წელს გამოკითხული მოხლეობის 33% აფასებს, გასულ წელს კი 40%.
საქართველოს ჯარის საქმიანობა 2015 წელს გამოკითხულთა 50%–ს მოსწონს, წინა  წელს კი მაჩვენებელი 50%–ს აღემატებოდა.  
სასამართლოების და მთავარი პროკურორის რეიტინგმა წინა წელთან შედარებით მცირედით მოიმატა. 2015 წელს, სასამართლოს საქმიანობა გამოკითხული მოსახლეობის 13%–ს მოსწონს, წინა წელს კი მაჩვენებელი 11%–ს შეადგენდა.  რაც შეეხება მთავარ პროკურორის აპარატს, მისი საქმიანობა მიმდინარე წელს 11%–ს მოსწონს, 2014 წელს კი, 10%–ს მოსწონდა.
ამასთან, პარლამენტის საქმიანობის მოწონების მაჩვენებელმა წინა წელთან შედარებით დაიწია.
2015 წელს მისი საქმიანობა 11%–ს მოსწონს, გასულ წელს კი, მაჩვენებელი 11%–ს ოდნავ აღემატებოდა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics