12:25 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-20 15:41:41, 846 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბულვარში მიმდინარე დასუფთავების სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად გუშინ ღამით ზღვაზე განვითარებული შტრომის შედეგად დანაგვიანებული ბულვარის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

ზღვაზე განვითარებულ ძლიერ შტორმს ბულვარის ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი სილითა და ქვაღორღით დაიფარა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სსიპ "ბათუმის ბულვარისა"  და შპს „სანდასუფთავების" თანამშრომლები. მუშაობს რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა.

სსიპ "ბათუმის ბულვარის" მობილური ჯგუფები რეგულარულად ახორციელებენ ზღვისპირა პერიმეტრის მონიტორინგს. ამ დროისათვის, ბათუმის ბულვარში ვითარება სტაბილურია. გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დღის ბოლომდე დასრულდება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics